შალვა თადუმაძე: პრემიერი შეხვდება სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს, ასევე მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს შეხვდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრას შს მინისტრი და სახალხო დამცველი დაესწრებიან.
„პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს, ასევე შეხვდება მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს, აღნიშნულ შეხვედრას დაესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მათი დასწრება არის სარალიძის მოთხოვნა და, შესაბამისად, ეს შეხვედრა ამ ფორმატში გაიმართება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები