ზვიად ხაჩიძემ მკლავჭიდში საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვა

მიმდინარე წლის 26 მაისიდან 3 ივნისამდე, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყო ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე. მან საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვა, ხოლო გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა და ჯამში, სხვადასხვა კატეგორიაში, 106 მედლის მფლობელი გახდა. ზვიად ხაჩიძე მონაწილეობას იღებდა პარაოლიმპიელების კატეგორიაში – ”ვიზუალი”.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ზვიად ხაჩიძეს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები