სტუდენტებმა მარნეულის სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სტაჟიორები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსს ესტუმრნენ. 15 სტუდენტი  ჩინური სათბურების მოწყობის სპეციფიკას, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობას და ბოსტნეულზე მიმდინარე კვლევებს გაეცნო.

ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურები ჩინეთის „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფის“ მიერ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა აშენებული. კომპლექსი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბურისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობის განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას.

მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის  ფარგლებში აშენდა, რომლის საერთო ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები