როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს და ხვალ საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსი იქნება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
6 – 7 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს. დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა +28, + 33 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 4 – 5 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. 6 – 7 ივნისს, უმეტესად, უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა 4 – 5 ივნისს +26, +28, ხოლო 6 – 7 ივნისს +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები