“სარალიძე გამოიყენა „ნაცმოძრაობამ“, რომელსაც საერთოდ არ ადარდებს მოკლული ახალგაზრდები”

ვაკის პარკში გამართულ ახალგაზრდულ აქციას, „ჩვენც მოგვისმინეთ“ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრაგიკულად მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ეხმაურება.
“ეს აქცია იყო ორგანიზებული ახალგაზრდობის მიერ, რასაც შეუერთდა საზოგადოების დიდი ნაწილი, ისინი, ვინც 9 წლის მანძილზე აპროტესტებდნენ არსებულ რეჟიმს. დამსწრე საზოგადოებამ სთხოვა ბატონ ზაზა სარალიძეს, გასცლოდა იმ აქციას, სადაც პოლიტიკურმა პარტიებმა გამოიყენეს მისი მოკლული შვილის სახელი, განსაკუთრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც საერთოდ არ ადარდებს მოკლული ახალგაზრდები, მათი მთავარი მიზანია როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და საერთოდ არ ადარდებთ არავის სიცოცხლე და სიკვდილი. აშკარად ჩანს, რომ ზაზა სარალიძე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა. გუშინ მან გადაწყვიტა მოსულიყო ვაკის პარკში გამართულ აქციაზე, სადაც სხვათაშორის, მისი ქალიშვილიც იდგა თავის დათუნას მეგობრებთან ერთად.
საოცრად ემოციური იყო მისი იქ გამოჩენა, ადამიანები ვერ ფარავდნენ ცრემლებს და ემოციებს, ყველამ იფიქრა, რომ ის გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ პარტიას, რომელმაც მოკლული შვილის მამა, იური ვაზაგაშვილი მოკლული შვილის საფლავს დააკლა. სამწუხაროდ, ეს გამიჯნვა ბოლომდე ვერ შედგა, ზაზა სარალიძე ისევ მათ გვერდით დგას. მე ვესაუბრე ვაკის პარკში მოსულ სარალიძეს, ხალხიც მოწიწებით ეუბნებოდა, რომ ისინი მის გვერდით იყვნენ, მაგრამ ვერ დადგებოდნენ მკვლელების გვერდით. მე თავად შევთავაზე ზაზას, რომ ვიქნებოდი შუამავალი მას, ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს შორის, რომ ეს საქმე გაიხსნება და ძალიან მალე. მე ვკითხე ბატონ ზაზას იმის შესახებ, რომ ის იდგა იმ მკვლელების გვერდით, რომელმაც პირადად მე და კიდევ არაერთს (150 ახალგზრდაა ქუჩაში მათ მიერ მოკლული) მოუკლეს შვილები, რომ კუპრავა არის ის ზონდერი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ჩემი შვილის მეგობარს მიტინგის დროს და ეს შემთხვევა, სამწუხაროდ, არაა ერთადერთი და ეს არ არის სწორი საქციელი, სარალიძემ მიპასუხა, რომ მას არ აინტერესებს, ვინ არის ის ხალხი და რა ჩაუდენია აქამდე, რომ იგი ყველასთან დადგება, ვინც სამართალს აპოვნინებს. გამოდის, რომ იგი მხოლოდ თავის შვილის მკვლელს ეძებს და ჩვენი შვილების მკვლელები მას არ აინტერესებს, რაზედაც მან მითხრა, რომ მე პოლემიკა მინდოდა, არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა მასთან პოლემიკა და დავასრულე მასთან საუბარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოვიდა სახალხო დამცველი, მათ რაღაცაზე ისაუბრეს და ზაზა სარალიძემ დატოვა აქცია. მე არ დამინახავს, მაგრამ ომბუდსმენის შეურაცხყოფის ფაქტზე დაუკავებიათ ორი პირი, რაც ძალზე საოცარია.
ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში როგორ აგინებდნენ ღიად სამართალდამცავებს, როგორ ესროლეს ბოთლები პრემიერს და ამ ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავაც გამოიყენა თავისი ჩვეული მეთოდები და რუსთაველზე მიმდინარე მიტინგზე გამოაცხადა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს ზაზა სარალიძეს, რაც სრული სიცრუეა და როგორც თვითმხილველი, მოგახსენებთ, რომ მისი თანადგომის და მოფერების მეტი, ვაკის აქციაზე, არაფერი არ ყოფილა. სამწუხაროდ, ბატონმა ზაზამ აირჩია არასწორი გზა და მე მინდა ზაზას მეუღლეს, როგორც გაუბედურებულმა დედამ გაუბედურებულ დედას, მივმართო, იქნებ მან მაინც მოახდინოს ზეგავლენა, ნუ შეაწუხებენ იმ ბავშვის სულს. იმის მაგივრად, რომ მკვლელის დასჯა მოითხოვონ, აქცია პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. გაუგებარია რა სისტემის დაშლაზეა საუბარი, სისტემა მაშინ იყო, როცა ჩვენ სახელმწიფო გვიკლავდა შვილებს აქ მოხდა უბედურება, ბავშვების ერთმანეთში საქმის გარჩევები”, – განაცხადა ია მეტრეველმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები