ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ლაშა ამირეჯიბი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჭაბუა ამირეჯიბის შვილი, ლაშა ამირეჯიბი დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია წერს.
წუხელ, გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის დროს ჯამში ორი პირი დააკავეს, რომლებმაც საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ვ.მ. და 1964 წელს დაბადებული ლ.ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 – ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებმა მიმდინარე წლის 3 ივნისს, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის დროს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, – ნათქვმია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები