„ვარკეთილიდან“ ბარათაშვილის ქუჩამდე და „ახმეტელიდან“ გადასასვლელ ხიდამდე დროებითი მარშრუტები დაინიშნა

თბილისის მერიამ, მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, 2 დროებითი მარშრუტი დაამატა: ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე – მეტროსადგურ „ახმეტელიდან“, გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით, რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.

ისინი,  სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები