დოლიძის ქუჩაზე სროლის შედეგად, მაღაზიის კონსულტანტი დაიჭრა

დოლიძის ქუჩაზე სროლის შედეგად, შემთხვევით, მაღაზიის კონსულტანტი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, კონსულტანტს ფეხის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა.
თვითმხილველების განცხადებით, 60-70 წლის მამაკაცმა, გაუგებარი მიზეზის გამო, იარაღიდან გაისროლა და ანასხლეტი ახალგაზრდა გოგოს ფეხში მოხვდა.
მათივე თქმით, მამაკაცი სავარაუდოდ, ნასვამი იყო.
„დამირეკეს და მითხრეს, რომ გასროლა მოხდა. ჩვენი თანამშრომელი დაშავდა, ახალგაზრდა გოგოა, სტუდენტი“, – განაცხადა მაღაზიის მენეჯერმა, ჯეკო სულაშვილმა.
ნასვამი მამაკაცი ჯერ მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ამჟამად, სამართალდამცველებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
ადგილზეა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 239-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები