ირაკლი ხმალაძე: შესაძლოა, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შესაძლებელია, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ხმალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს რა ღონისძიებები იქნება მეტროს მემანქანეების მიმართ გამოყენებული – დისციპლინური პასუხისმგებლობა თუ სამსახურიდან გათავისუფლება.

„რა თქმა უნდა, შესაძლოა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს არის სამართლებრივი საკითხი. მათი მხრიდან დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა ღონისძიებები, ამას ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ“, – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერი მიიჩნევს, რომ მემანქანეები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და გააგრძელონ დედაქალაქის მომსახურება.

„ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, რომ სამართლის და კანონის ჩარჩოებში ჩავჯდეთ. დავუბრუნდეთ ყველა იმ მოვალეობის შესრულებას, რასაც კანონი და ქალაქის ინტერესები გვავალდებულებს“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისათვის, მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები