მეტროს თანამშრომელი: მემანქანის ხელფასი არა 1800 ლარს, არამედ 1200 ლარს შეადგენს

ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟისა და ულტიმატუმის ენით, ჩვენ ყოველ წუთს მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობაზეც წავიდეთ – ამის შესახებ მეტროპოლიტენის ერთ-ერთმა გაფიცულმა მემანქანემ ნუგზარ გაგუამ განაცხადა.
მისივე თქმით, მემანქანის ხელფასი არა 1800 ლარს, არამედ 1200 ლარს შეადგენს.
“ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟისა და ულტიმატუმის ენით, ჩვენ ყოველ წუთს მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობაზეც წავიდეთ. არ ვცდილობთ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნას, ყოველთვის ვითხოვდით, რომ ხელფასიდან დანამატის თანხა გამონახული ყოფილიყო, შეეზღუდათ თავისთვის დანამატები, პრემიები და იმ თანხებიდან მომხდარიყო ხელფასის გაზრდა.
ჩვენი ხელფასი თურმე ყოფილა 1400-დან 1800-ლარამდე. მემანქანის ხელფასი არის 1093 ლარი პლუს დანამატი 55 ლარი მავნე პირობებისთვის და ღამის მოცდენის საათები 31.60 ლარი, რაც გამოდის ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარამდე,“-აცხადებს ნუგზარ გაგუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები