ნინო ლომჯარია: ზაზა სარალიძე უსაფრთხოდაა

„ზაზა სარალიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წასულიყო მიმდინარე აქციებიდან“,- ამის შესახებ სახალხო დამცვემა  ნინო ლომჯარიამ, რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.

ომბუდსმენმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ სად იმყოფება ზაზა სარალიძე ამ ეტაპზე, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მის მაგივრად განცხადებას ვერ გააკეთებს.

„თუ მას ექნება სურვილი თქვას სად იმყოფება, ის იტყვის, მე ვერ გავაკეთებ მის მაგივრად განცხადებას. ვიცი რომ უსაფრთხოდ არის. ჩემი ინტერესის საგანია მისი ინტერესების დაცვა, ხოლო მისი ქმედება მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. მასთან საუბრის შემდეგ მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის საფრთხეს განიცდის ან თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მან თავად მიიღო გადაწყვეტილება რომ წასულიყო მიმდინარე აქციებიდან. მას ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილებაში არავინ არ შუეშლის ხელს“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები