რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ დაკავებულების გვარები დაასახელა, მისი თქმით დაკავებული პირები არიან შელია და გერგედავა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულები 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა დაიკავეს. სწორედ გზის დაკავების მცდელობის დროს მოხდა საპატრულო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები