თავდაცვის სამინისტრო ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას განცხადება, იმის შესახებ, რომ აქციაზე მისვლის გამო, ერთ-ერთი სამხედრო პირი დააკავეს.

„ზვიად კუპრავას განცხადება რეალობას არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტრო მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ გუშინ დაუკავშირდა უცნობი პირი, თავი ჯარისკაცად წარუდგინა და განუცხადა, რომ ფორმით მიდიოდა რუსთაველის გამზირზე. მოგვიანებით კი, „ხალხი ლაპარაკობდა, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი დააკავეს და გაიყვანეს“.

 კუპრავას თქმით, მოგვიანებით იგივე პირი დაუკავვშირდა და უთხრა, რომ ის სამხედრო პოლიციამ წაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები