ზვიად კუპრავა: მზად ვართ, შევხვდეთ პრემიერს და ვესაუბროთ მისი გადადგომის ვადებსა და ფორმებზე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მისი გადადგომის ვადებსა და ფორმებზე ესაუბროს.

კუპრავას თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნა უცვლელია.

„ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – დაუყოვნებლივ გადადგეს პრემიერი, რომელიც არის ჩამოშლილი და ხვალ ან ზეგ ველოდებით კაპიტულაციას. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას თუნდაც ხვალ, პოლიტიკოსებთან ერთად, შეხვდეთ პრემიერს, უფრო მშვიდი ვითარება რომ იყოს, ვესაუბროთ მისი გადადგომის დროზე, ფორმებზე, ვადებზე. რა თქმა უნდა, დამნაშავეების დასჯის მოთხოვნა არ მოხსნილა და არც მოიხსნება. თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ ადამიანების დასჯის იმედი არ გვაქვს. ჩვენ იმიტომ ვითხოვთ მთავრობის გადადგომას, რომ მოვიდეს ახალი მთავრობა, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეებს და აღასრულებს სამართალს. უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. თუ ვინმეს იქ ჰგონია, რომ ზაზა დაიღლება, ბატონი მალხაზი ან მე, არ დავიღლებით“, – განაცხადა კუპრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები