ვაკის პარკის აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა პრემიერს მიმართეს

ვაკის პარკში, საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა საზოგადოებას თავისი მოთხოვნები გააცნეს. მათ მიაჩნიათ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ქვეყნის დესტაბილიზაციის მცედლობაში გადაიზარდა. ისინი ითხოვენ, რომ გარკვეულ ძალებს, რომლებიც დესტაბილიზაციას ცდილობენ დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მათი განცხადებით, ქვეყანაში არეულობას ოპოზიცია გეგმავდა.

აქციის ორგანიზატორები, ასევე ითხოვენ, მთავრობამ შექმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საზოგადოების წევრებითა და დაზარალებული ოჯახების ნდობით აღჭურვილი პირებით.

მათი თქმით, მათ მიმდინარე გამოძიებისა და იმ ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომლებიც ვითომ  სამართლიან გამოძიებას ითხოვენ, ნდობა აქვთ დაკარგული.

„პრემიერი ინარჩუნებს ნდობას, თუ მას სურს ეს ნდობა დარჩეს, ჩაერთოს პირადად და შეიქმნას კომისია და გაეცეს პასუხები თუ ვინ მოკლა ჩვენი ახალგაზრდები ხორავას ქუჩაზე. და რაც მთავარია გაირკვეს ვინ დააფარა ხელი გამოძიების დროს დამნაშვეებს, მოვუწოდებთ მთავრობას, გამოიძიოს ვინ გეგმავდა ამ დგეებში ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რომელი პოლიტიკური პარტიები, აიღონ ამ პარტიებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და თქვან რომ აპირებდნენ დესტაბილიზაციას. ჩამოიხსნან ნიღბები და გამოაჩინონ ის კბილები, რომლითაც აპირებდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას“,- აცხადებენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები