რუის-ურბნისის ეპარქია: ინფორმაცია, რომ რუის-ურბნისის ეპარქიის გაყოფა იოსებ გოგაშვილის სახელს უკავშირდება,სიცრუეა

რუის-ურბნისის ეპარქია ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ -ის გადაცემა ,,კვირის აქცენტებში“ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა, რუის-ურბნისის ეპარქიის გაყოფა სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის სახელს უკავშირდება, დეზინფორმაციას უწოდებს. როგორც ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თითქოს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა იოსებ გოგაშვილი ე. წ. ,,ყინწვისის საქმის ჩაშვების“ გამო ანათემას გადასცა.
„2 ივნისს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ -ის გადაცემაში – ,,კვირის აქცენტები“ ქ-ნ ელისო კილაძის მიერ გაიჟღერა ინფორმაციამ, თითქოსდა, რუის-ურბნისის ეპარქიის გაყოფა სუს-ის უფროსის მოადგილის, ბ-ნ იოსებ გოგაშვილის სახელს უკავშირდება. ასევე, ქ-ნი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ბ-ნი იოსებ გოგაშვილი ანათემას გადასცა, ე. წ. ,,ყინწვისის საქმის ჩაშვების“ გამო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია, სრული სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნულია რუის-ურბნისის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები