„ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ხალხს სიმშვიდისა და სამართლიანობის განცდას მოუტანს“

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მზად არის გამოიყენოს ყველა ბერკეტი როგორც პარლამენტარმა და როგორც მოქალაქემ, სარალიძის ოჯახის თანადგომისთვის.

“იქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რაც არის პარლამენტის ხელთარსებული ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი. ამით, როგორც ხალხის ხელისუფლება, ვდგამთ საჭირო ნაბიჯს ხალხის მიმართულებით, იმისთვის, რომ ბუნდოვანების წინააღმდეგ იყოს სინათლე, კითხვების წილ იყოს პასუხები”,- განაცხადა ზაზა გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები