სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. კოლეჯის მიერ გამოცხადებულ ორ დუალურ პროგრამაზე 18 სტუდენტი ჩაირიცხა. მსურველები პროფესიულ განათლებას რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგისა და  რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის მიმართულებით მიიღებენ.  დუალური მეთოდი სტუდენტებს დაეხმარებათ თეორიულ ცოდნასთან ერთდ ზემოთაღნიშნულ სპეციალობებს პრაქტიკულადაც დაეუფლონ. სწავლების ეს მეთოდი კურსდამთვრებულებს მეტად კონკურენტუნარიანებს გახდის. შემოდგომაზე კოლეჯის ადმინისტრაცია, რკინიგზის დარგით დაინტერესებული სტუდენტების გაზრდილ რაოდენობას ელოდება.

რკინიგზის ტრანსპორტის კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები