ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძესთან მედიის თანდასწრების გარეშე შეხვედრაზე უარს ამბობს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, მედიის თანდასწრების გარეშე შეხვედრაზე, უარი განაცხადა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობის წინ, სადაც სარალიძე და სხვა მოქალაქეები აქციას მართავენ, ცოტა ხნის წინ, პროკურატურის წარმომადგენელი ჩამოვიდა და ზაზა სარალიძეს უთხრა, რომ ირაკლი შოთაძე მასთან შესახვედრად მზადაა, თუმცა, მედიის თანდასწრების გარეშე. აღნიშნულ პირობაზე ზაზა სარალიძემ უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები