„თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზები: უხარისხო საწვავი, გაუმართავი საზოგადოებრივი – კერძო ტრანსპორტი და მწვანე საფარის განადგურებაა“

ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, ბიძინა გიორგობიანი, „კვირას“ პრესკლუბში საუბრისას, საქართველოს დედაქალაქში არსებულ ჰაერის დაბინძურებას ეხება და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს:
თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოპარკი გახლავთ, ეს ეხება, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე კერძო ავტომობილებს და რაც მთავარია უხარისხო საწვავს. ეს ყოველივე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითქოს გადის ტექნიკურ დათვალიერებას, მაგრამ მათი მდგომარეობა გამონაბოლქვის თვალსაზრისით მაინც სავალალოა, რაც შეეხება კერძო ავტომობილებს, ისინი ასეთ დათვალიერებას საერთოდ არ გადიან. დედაქალაქის ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია, დაბინძურების მიზეზი გახლავთ მაღალი მტვრიანობა, ტყვიისა და გოგირდის მაღალი შემცველობა. მდგომარეობა განსაკუთრებით გაუსაძლისია ზაფხულში, რადგან ქაოტური მშენებლობების გამო პრაქტიკულად არ ხდება არ ხდება დედაქალაქის განიავება.
ჩვენთან დაშვებულია 0,005 ტყვიის შემცველობა საწვავში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია, რადგან ტყვია მძიმე მეტალია და იგი ორგანიზმიდან არ გამოიდევნება, მეტიც უამრავ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. 2000 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ ტყვიისაგან თავისუფალი საწვავია მოხმარებაში. 2005 წელს საქართველოში გაუქმდა საწვავის შემოტანის მაკონტროლებელი დეპარტამენტი საერთოდ გაუქმდა, ხოლო მისი ხელმძღვანელი უაღრესად კომპეტენტური კაცი მიხეილ ჯანიკაშვილი დაიჭირეს, ეს მოხდა კახაბერ ბენდუქიძის მინისტრობის პერიოდში. მას შემდეგ საწვავის იმპორტიორი თავადაა ვალდებული დაადასტუროს, იმ საწვავის ხარისხიანობა, რომელსაც მომხმარებელზე ჰყიდის. საწვავის კონტროლი უნდა ხდებოდეს პრემიერ-მინისტრის დადგენილი ბრძანებით (რომელის განახლებაც ხდება), მაგრამ უნდა არსებობდეს ჩამოყალიბებული სტანდარტი.
ჰაერის დაბინძურებაზე საუბრისას ძალზედ მნიშვნელოვანია მწვანე საფარის განადგურებაც. პირადად ჩემი სურვილი იყო, რომ ხის მოჭრის ნებართვა გაეცა მხოლოდ აკრედიტირებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ძალიან ვიწრო სპეციალობა და იგი უნდა იცავდეს კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს.
საქართველო წალეკა ტაქსების სტიქიამ, ამავდროულად ანგარიში უნდა გაეწიოს მოსახლეობის იმ ფენას რომელიც ოჯახს „ტაქსისტობით“ არჩენს და არ უნდა მოხდეს ამ ფენის გაღიზიანება, გასათვალისწინებელია, რომ ამ ადამიანებისათვის ეს არ უნდა იყოს შემოსავლის ერთადერთი წყარო.
ჩემს მიერ ჩამოთვლილი თითოეული კომპონენტი, უხარისხო საწვავი, უხარისხო მანქანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უკანონოდ მწვანე საფარის განადგურება ინდივიდუალური მიდგომას მოითხოვს, რათა არც სოციალური დაძაბულობა მივიღოთ და დედაქალაქში სუნთქვაც შედარებით უსაფრთხო გახდეს”, – განაცხადა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები