ლევან დადუნაშვილის დედა: არ ვიცი, უნდა ვიფიქრო, რა ვქნათ ერთად მე და ზაზა სარალიძემ

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა სასამართლოს დღევანდელი განაჩენით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ზაზა სარალიძესთან ერთად, სიმართლის დასადგენად იბრძოლებს.
“არ ვიცი, უნდა ვიფიქრო, რა ვქნათ ერთად მე და ზაზა სარალიძემ.
რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, იქნებ როგორმე დავაწყნარო. დათოსთან მიმართებაში ვიღაც უნდა დაისაჯოს, ფაქტია, აღარ ვიცი, რა ვთქვა”, – განაცხადა “ქრონიკასთან” საუბრისას ნათია საყვარელიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით, ერთ-ერთი ბრალდებული დამნაშვედ ცნობილია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, მეორე არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.
პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს ბრალდების და ბრალდებულების ადვოკატებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები