პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ზაზა სარალიძეს ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას სთავაზობს

პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნათია სუხიაშვილი პროკურატურასთან შეკრებილებს ხვდება. მან ზაზა სარალიძეს განუცხადა, რომ მთავარი პროკურორი მზად არის შეხვედრისთვის, თუმცა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ შეხვედრაზე უარი განაცხადა.
„ჩვენი შეთავაზება მაინც ძალაში რჩება და თქვენგან პასუხს ველოდებით“, – მიმართა სუხიაშვილმა სარალიძეს.
ნათია სუხიაშვილის თქმით, დამატებით დეტალებზე პროკურატურა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული.
“ჩვენ ვთავაზობთ დაზარალებულ მხარეს დიალოგს, მთავრი პროკურორი სამუშაო ჯგუფთან მზად არის შეხვდეს მას, გასცეს მის ყველა კითხვას პასუხი, გვაქვს სხვა შეთავაზებები, რომელზეც ზუსტად ბრიფინგზე ვისაუბრებთ, ბრიფინგი დღეს გაიმართება“, – განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს, ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან იმყოფება.
სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებასა და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ მისი შვილის მკვლელი დაუსჯელია და დაკავებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები