პროკურატურასთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა აქციას მართავს

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს, ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან იმყოფება და მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს.
სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებასა და მის პახუსიგებაში მიცემას ითხოვს.
მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ მისი შვილის მკვლელი დაუსჯელია და დაკავებული არ არის. ზაზა სარალიძე სამართლიანობის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები