ილია ელოშვილი კლდის მასის ჩამონგრევაზე: კომპანიას ჰქონდა გეოლოგიური დასკვნები, რომელიც მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია

„ამ ეტაპზე მშენებლობა გაჩერებულია. თუკი რაიმე გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, დღესვე განხორციელდება.
ადგილი დაკონსერვდება, ვიდრე არ მოხდება სრული ექსპერტიზა და სრული გამოძიება”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ყიფიანის ქუჩაზე განაცხადა, სადაც არსებულ ვითარებას ადგილზევე გაეცნო. მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას დოკუმენტურად ყველა საინჟინრო და გეოლოგიური დასკვნები გააჩნდა, რომელიც მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია.
„მშენებლობის ნებართვა გაიცა 2017 წლის 3 სექტემბერს. მშენებლობის პროცესში მოსახლეობის მხრიდან იყო დაფიქსირებული გარკვეული შიში იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო იყო ეს მშენებლობა. ჩვენ თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ დოკუმენტაცია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დოკუმენტურად ყველა ის საინჟინრო თუ გეოლოგიური დასკვნები, რომელიც აუცილებელია მშენებლობისთვის ამ კომპანიას გააჩნდა და გააჩნია. ამ ადგილის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო ეს ობიექტი და გაჩერებულიც კი ჰყავდა ზედამხედველობის სამსახურს. როგორც კი გადაცდომა ხდებოდა სამშენებლო სამუშაოების წესებიდან, მყისიერად ვახდენდით რეაგირებას, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარიყო“, – განაცხადა ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები