ზაზა სარალიძე: მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდით, ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, საქალაქო სასამართლოსთან განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მას ამ გადაწყვეტილებით სისტემა დაუპირისპირდა. მან მთელ საქართველოს გვერდში დგომისკენ მოუწოდა, რადგან მისი შვილის მკვლელები ჯერ დასჯილები არ არიან.
„შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი, ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი. სისტემა დამეჯახა მე, ამ სისტემას მე ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავანგრევ. ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით. გთხოვთ, მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდით! შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები”, – განაცხადა მოკლული დავით სარალიძის მამამ.
ცნობისათვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები