შსს 31 მაისს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს  აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება დღეს, 31 მაისს,  17:00 საათზე, ლისის ტბის ტერიტორიაზე გაიმართება.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი და  შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია,   საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლისის ტბის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის სპეცტექნიკას და  აღჭურვილობას წარადგენს.

ღონისძიება კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები