კახა კალაძე: მერიის ზედამხედველობის პერიოდში, პარკირებაზე 40 000-მდე ჯარიმა გამოიწერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას „თბილისის პარკინგის“ მუშაობის შედეგები წარუდგინა. მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიის მიერ მუნიციპალური პარკირების მენეჯმენტი ეფექტურად ხორციელდება და დარღვევებზე რეაგირება სათანადოდ ხდება.

„პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს, ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან შესყიდულია 20 800 საშვი და გადახდილია 520 000 ლარი. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო, გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა და ჩვენ ვერ განვახორციელებდით პარკირების მენეჯმენტს. მინდა, სატრანსპორტო კომპანიას მადლობა ვუთხრა, რომ ის წარმატებით ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის პარკირების სისტემის მენეჯმენტი 10 აპრილიდან გადაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები