თბილისის მერია ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს იწყებს

დედაქალაქის მერია ვარკეთილის მესამე მასივში, მე-6 და მე-8 კვარტალებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაში ხშირად ვსაუბრობდი აღნიშნულ საკითხზე. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. როგორც კი  ოფიციალურად უფლებამოსილება მოგვეცა, მაშინვე შევუდექით ამ მიმართულებით სამუშაოებს, თუ რა შეიძლებოდა წარმოგვედგინა მოსახლეობისთვის. დღეს უკვე წარმოდგენილია პირველი პროექტი. მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ (3,2 ჰექტარი) მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და  კერძო სექტორს ვიწვევთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი  აღნიშნულ პროექტს  თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად განახორციელებს და გარკვეული რაოდენობის ფართებს მუნიციპალიტეტს გადასცემს.

ამასთან, დედაქალაქის მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე თანამედროვე ევროპული ტიპის ფართებს პირველ ეტაპზე 170 ოჯახი მიიღებს.

„ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტალებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მესამე მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მაცხოვრებლების გადაყვანაზე; ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ ოჯახებთან და მათ ექნებათ რეალურად შეძალებლობა იმის, რომ ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის საცხოვრებელი ფართები მიიღონ და ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. პირველ ეტაპზე 170 ოჯახზეა საუბარი. თუმცა  ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები