კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფების გაძვირება, სიცრუეა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, დიდი ტყუილი უწოდა.
ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„მინდა შევეხო „რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფების გაძვირებას, რაც არის სრული სიცრუე. მინდა მივმართო მოსახლეობას, არ დაუჯეროს ამ ტელეკომპანიას, რომელიც ძირითადად სიცრუეზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. გასაგებია, რომ ეს არხი არის პარტიული ტელევიზია, რომ მათი ლიდერების ტრიბუნაა, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ ერთმანეთი, მაგრამ რას გეგმავს თბილისის მერია, რა რეფორმა იქნება, რა სიახლე იქნება კარგი, ამას მოსახლეობას მიაწვდიან მერიის სამსახურები, დედაქალაქის მთავრობა, პრესსამსახური და დედაქალაქის მერი. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები