გიორგი მღებრიშვილი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გაეროს წარმომადგენლობა (DMCT) ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურიდან აცნობეს, შეთანხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, გიორგი მღებრიშვილსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ნილს სკოტს შორის შედგა.
ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს, საქართველოში ისეთი მექანიზმის ჩამოყალიბებას, რომლის მეშვეობითაც უმოკლეს ვადებში იქნება შესაძლებელი საგანგებო სიტუაციით გამოწვეული საჭიროებების შეფასება და ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი მობილიზება – როგორც ქვეყნის შიგნით არსებული რესურსებით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის სხვა ფორმებიც განიხილეს და კონკრეტული სამოქმედო გეგმაც შეიმუშავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები