მლეთაში „ლომისობის” დღესასწაულზე სამაშველო დახმარება 4 ადამიანს დასჭირდა

ამ დროისათვის, მლეთაში „ლომისობის“ დღესასწაულზე სამაშველო დახმარება 4 ადამიანს დასჭირდა. ისინი მსუბუქად არიან დაშავებულები.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, წინასწარი დათვალიერების შედეგად დაშავებულ მომლოცველებს მოტეხილობა, ან მძიმე ხარისხის დაზიანება არ აღენიშნებათ.
შეგახსენებთ, რომ ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სოფელ მლეთაში 80-მდე მაშველია მობილიზებული.
მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე, რთული რელიეფის გამო, ხშირია მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები.
მაშველები, მთელი დღის განმავლობაში, მოქალაქეების დასახმარებლად ადგილზე დარჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები