სემეკმა შპს „ვარკეთილაირსა“ და შპს „ტაბას“ ახალი ტარიფები დაუდგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 30 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „ვარკეთილაირისა“ და შპს „ტაბასთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ზღვრული ტარიფები დადგინდა. ახალი ტარიფები ძალაში შევა 2018 წლის პირველი ივნისიდან და 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

შპს „ვარკეთილაირის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი განისაზღვრა 48.690 თეთრით/მ3 (დღგ-ს ჩათვლით), ასევე,  შპს „ვარკეთილაირის“ რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფმა – 1.884 თეთრი/მ3, ხოლო განაწილების ტარიფია –  12.629 თეთრი/მ3.

შპს „ტაბას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი განისაზღვრა 57.585 თეთრით/მ3 (დღგ-ს ჩათვლით). შპს „ტაბას“  რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფია 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფი – 1.884 თეთრი/მ3; განაწილების ტარიფი 20.167თეთრი/მ3.

შპს „ვარკეთილაირის“ განაწილების არეალია ქალაქი თბილისი, ვარკეთილი; ხოლო შპს „ ტაბა“ გარდაბნის რაიონის, სოფელ ტაბახმელაში ოპერირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები