IRI: ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას, დადებითად 84% აფასებს

IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84 პროცენტი, ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს.
დადებითი შეფასების მხრივ, 83 პროცენტით მეორე ადგილზეა ქართული ჯარი. მესამეზე 68%-ით მედიაა, რასაც მოსდევს პოლიცია – 50%-ით, განათლების სისტემა – 49%-ით და ადგილობრივი თვითმმართველობა – 43%-ით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობას გამოკითხულთა 43% აფასებს დადებითად, ცესკო-ს – 36%.
თანაბარი მაჩვენებელი აქვთ პრემიერის ადმინისტრაციის, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის საქმიანობას – 34%.
ცნობისათვის, კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამო, პასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები