უხუცეს ვეტერანებს, გიორგი ჭველიძესა და სამსონ ოგანესიანს ღირსების ორდენები გადაეცათ

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ბორჯომში მცხოვრები, გიორგი ჭველიძე და ახალქალაქელი, სამსონ ოგანესიანი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ.

ორდენი გიორგი ჭველიძეს და სამსონ ოგანესიანს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, დავით ფეიქრიშვილმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, იურიკ უნანიანთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის  მერთან, ლევან ლიპარტიასთან და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მიმდინარე წლის 9 მაისს, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები