მლეთაში, ლომისობასთან დაკავშირებით, მაშველები არიან მობილიზებულები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, 80-მდე მაშველია მობილიზებული.
ამის საჭიროება, მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე, რთული რელიეფის გამო, მომლოცველების ხშირი დაშავების შემთხვევებმა განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ დღეს წმინდა გიორგის სახელობის სატაძრო დღესასწაული ლომისობა აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები