წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 – 31 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში საგრძნობლად აგრილდება, ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრდუსამდე დაიკლებს, 31 მაისს კი შედარებით გამოიდარებს და ისევ +25, +30 გრადუსამდე დათბება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღეს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 31 მაისს +27, +29.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები