„ჯორჯიან მანგანეზის“ საფეხბურთო გუნდმა ჭიათურის მერიის თასი მოიპოვა (ფოტოკოლაჟი)

„ჯორჯიან მანგანეზის“ საფეხბურთო გუნდმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თასი მოიპოვა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ ფინალში „ქიუნეთის“ გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
„საფეხბურთო ტურნირი მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის, ასევე, ბავშვთა და სპორტული სკოლის თაოსნობით ჩატარდა. ტურნირი 7 მაისიდან, 24 მაისამდე მიმდინარეობდა, სადაც 8 გუნდი მონაწილეობდა. მოგეხსენებათ, 24 მაისს იყო ფინალი. ფინალამდე, მერიის გუნდი დავამარცხეთ 5:1, ასევე, მოვუგეთ სახანძროს გუნდს. ფინალში უკვე „ქიუნეთის“ გუნდს შევხვდით, რომელიც გამოცდილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ მაღაროელებმა მოვუგეთ“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ მწვრთნელმა გოჩა კიკვიძემ „კვირასთან“ საუბარში.
მისივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ გამარჯვებული გუნდი ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, მისმა მოადგილემ და სპორტული სკოლის დირექციამ დააჯილდოვა. სამახსოვრო თასის გარდა, გუნდს საუკეთესო მეკარისა და მცველის დიპლომებიც გადაეცა.
„ტურნირმა წარმოებათა დაწესებულებებს შორის ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ტრიბუნები ყოველ თამაშზე თითქმის სულ სავსე იყო, სასიამოვნოა რომ ტურნირი ყოველ წელს ტარდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სამთოელთა პროფკავშირების თავმჯდომარეს მურმან მუმლაძეს, მან უზრუნველყო რომ სრულფასოვნად მოვმზადებულიყავით – გადმოგვცა ფორმები, ბურთები და ა.შ.“,- განაცხადა გოჩა კიკვიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები