გერმანული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადების პროცესში ჩაერთვება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გერმანიის, რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მემორანდუმს გააფორმებს, -ამის შესახებ შეთანხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, გიორგი მღებრიშვილსა და რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სახელმწიფო მინისტრ როჯერ ლევენცის შორის შედგა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ გერმანული მხარე აქტიურად ჩაერთვება ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადების პროცესში.
თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება სასწავლო ვიზიტები და სხვადასხვა ტრენინგი.
სსმს-ის კანონპროექტთა პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში კი, გერმანული მხარე მზადაა ჩაერთოს მის განხორციელებაში, კონკრეტულად კი, მოხალისეთა სისტემის გამართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები