ეროვნულ საშენ მეურნეობაში ენდემური სახეობის ფრინველები გამოიჩეკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ საშენ მეურნეობაში, 2016 წლიდან, ენდემური ველური ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება. რამდენიმე დღის წინ, მეურნეობაში 2000 ხოხბის წიწილა და 300 ფრთა კაკაბის ლაპი გამოიჩეკა.

გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები. დღეისათვის, მეურნეობაში 700 ფრთა კაკაბი, 100 ფრთა კოლხური ხოხობი და 20 ფრთა ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს.

კაკაბი საქართველოში მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე, მთისწინებიდან ალპურ ზონამდე ბინადრობს.

ხონთქრის ქათმის დიდი პოპულაცია კუმისისა და ჟანდარის ტბების მიმდებარედ, ჭარბ ტენიან ადგილებში, ასევე, ლაგოდეხსა და კოლხეთის დაბლობზე იყო გავრცელებული. დღეისათვის, ხონთქრის ქათმის პოპულაცია აღმოსავლეთ საქართველოში, პრაქტიკულად, განადგურებულია. სწორედ ამიტომ, ბუნებაში აღდგენის მიზნით, ეროვნულ საშენ მეურნეობაში ხონთქრის ქათმის, იგივე პორფირიონის „ლურჯი ფრინველი” სახეობის მოშენება დაიწყო.

რაც შეხება კოლხურ ხოხობს, ის საქართველოს ენდემური სახეობაა. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეეებით მდიდარი წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. სამწუხაროდ, კოლხური ხოხბის პოპულაცია დღითიდღე მცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები