სურამში სანადირო თოფით მამაკაცი მოკლეს

სურამში 59 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
მკვლელობის მოტივის ერთ-ერთ ვერსიად მეზობლებს შორის სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული კონფლიქტი განიხილება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს და მის დასაკავებლად სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები