ქართველი ხელოვანი, სოფიო ლეჟავა სამხრეთ აფრიკაში, სოლო კონცერტით წარსდგება

საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი სოფიო ლეჟავაა მიწვეული.
როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მუსიკოსმა განაცხადა, მისი ვიზიტი სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის, ბექა დვალის ინიციატივა იყო, ხოლო მგზავრობის ხარჯები „ჯორჯიან მანგანეზმა“ დააფინანსა:

“4 ივნისს სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ხოლო უკვე 5 ივლისს, პრეტორიაში არსებულ მთავარ მუსიკალურ ცენტრში, ბრუკლინის თეატრში, ჩემი სოლო კონცერტია დაგეგმილი. ორმაგად საპასუხისმგებლოა, რომ სამხრეთ აფრიკელი მსმენელის წინაშე წარვსდგები ქართველი კომპოზიტორების რევაზ ლაღიძის და ბიძინა კვერნაძის ნაწარმოებებით, რეპერტუარში მაქვს ასევე შოპენი, რაველი, დებიუსი, რახმანინოვი და შუბერტი.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ელჩს სამხრეთ აფრიკაში ბატონ ბექა დვალს და ჩემს პედაგოგს, ვეკა სანიკიძეს, ასევე, „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელიც ფინანსურად დამეხმარა, ეს უმნიშვნელოვანესია ყველა ახალგაზრდისათვის”, – განაცხადა სოფიო ლეჟავამ.

ახალგაზრდა მუსიკოსის გასტროლები სამხრეთ აფრიკაში 10 დღე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები