რესტორან “იმერულ ეზოში” მოწამლულები ამ დრომდე კლინკაში რჩებიან

რესტორან “იმერულ ეზოში” მოწამლული 9 ადამიანი ამ დრომდე აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის მკურნალობას.

როგორც „კვირას” კლინიკის ექიმმა მარიამ გიგაურმა განუცხადა, მათი ჯანრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანიც ამდრომდე კლინიკაში რჩება, თუმცა იგი სხვა განყოფილებაშია მოთავსებული.

„ჩვენს განყოფილებაში 8 პაციენტია. მათ აბსულუტურად ერთიდაიგივე პათოლოგია აღენიშნებათ. აქვთ სხეულის მაღალი ტემპერატურა, პირღებიბინების შეგრძნება, მუცლის ღრუში მოვლითი შეტევები და დიარეა“, – განაცხადა მარიამ გიგაურმა.

ცნობისათვის, რესტორანში მოწამლული 9 ადამიანი მწვავე ინტოქსიკაციით, საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ყველა მათგანს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნება მათ რესტორანში ერთი და იგივე საკვები მიიღეს.

მომხდარის გამო, რესტორან „იმერულ ეზოში“ სურსათის უვნებლობის სამსახური შევიდა. არაგეგმიური შემოწმების გადაწყვეტილება უწყებამ მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღო.

„განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ქმედება. ამ შემთხვევაში ვატარებთ არაგეგმიურ ინსპექტირებას, არის შენიშვნები, მაგრამ ისეთი დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, რესტორნის კვებით პროდუქტებზე აღებულია სინჯები, რომლებიც ლაბატორიაშია გადაგზავნილი.

აღსანიშნავია, რომ რესტორნის საკვებით მოწამვლის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს რესტორნის მეპატრონე იმედა ჯაჯანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები