“ბილაინის” მომხმარებელს, ხარჯებთან დაკავშირებული საკითხის დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“, “ბილაინის” მხარდაჭერის პლატფორმაზე https://support.beeline.ge, „ხარვეზებისა და რეკომენდაციების“  ბლოკში ახალი ფუნქციონალის დამატების შესახებ განაცხადა. შედეგად, მომხმარებელს მარტივად შეუძლია ვებგვერდზე დააფიქსიროს ნებისმიერი მომსახურებისთვის თანხის ჩამოჭრასთან დაკავშირებული კითხვა, რომლის დაფიქსირების შემდეგაც მიიღებს შეტყობინებას საკითხის გადაჭრის სტატუსთან დაკავშირებით. “ბილაინი” დიდ ყურადრებას აქცევს იმას, რომ მის  მომხმარებელს ყოველთვის ჰქონდეს შესაძლებლობა მარტივად აკონტროლოს მობილური კომუნიკაციისთვის გაწეული ხარჯები და დეტალურად ნახოს თანხების ჩამოჭრა. გაწეული ხარჯების დეტალებში ხილვა, “ბილაინის” მომხმარებელს რამდენიმე გზით შეუძლია, მათ შორის MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით და “ბილაინის” ვებგვერდზე „პირად კაბინეტში“ რეგისტრაციით.

“ბილაინის” მხარდაჭერის პლატფორმა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და უმოკლეს დროში მიიღოს პასუხი პლატფორმაზე გაწევრიანებული “ბილაინის” სხვა მომხმარებლებისგან. პლატფორმაზე ასევე განთავსებულია: ინტერნეტპარამეტრების გაწერისთვის საჭირო მონაცემები, სხვადასხვა მომსახურების გასააქტიურებელი კომბინაციები და დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირების მარტივი ფორმა.

პლატფორმა შეგიძლიათ იხილოთ: https://support.beeline.ge

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები