სოფელ რუისთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა – 2 ადამიანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა „მაზდა” გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და გადავარდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორივე პირი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები