m2-ის პირველი სარაგბო ფესტივალი „ლელო არენაზე“ ჩატარდა

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ რაგბიში საბავშვო ფესტივალი ჩაატარა, რომელსაც „ლელო არენამ“ უმასპინძლა. ფესტივალში მონაწილეობა 11-12 წლის მორაგბეებისგან დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა მიიღო. მათ შორის იყვნენ: „ლელო“,  „აკადემია“, „არმაზი“ „ხარები“, „თბილისი“, „წიქარა“ და „ვეფხვები“. ფესტივალის გამარჯვებული კი გუნდი „ლელო” გახდა.

ქართული საკლუბო რაგბის მხარდაჭერა კომპანია m2-მა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ტიტულოვანი რაგბის კლუბის „ლელო სარასენსის“ სპონსორი გახდა. m2-ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის ტრადიციულ სახეს მიიღებს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები