მდინარე დურუჯის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების დეპარტამენტმენტმა, მდინარე დურუჯის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაო ვადაზე ადრე დაასრულა. შესრულებული სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, თავმჯდომარის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მდინარე დურუჯი ქალაქ ყვარელში მიედინება. მდინარის კალაპოტი 20 წელზე მეტია არ გაწმენდილა, რის გამოც დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნებოდა ღვარცოფი და მთებიდან გამოჰქონდა დიდი რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა, რაც ქალაქს დატბორვის საფრთხეს უქმნდა.

არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მდინარე დურუჯის კალაპოტი გაიწმინდა დიდი რაოდენობით დაგროვილი მყარი მასალისგან და გატარდა ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები. გაწმენდილი მონაკვეთის სიგრძე 8 კილომეტრია, იწყება მდინარე დურუჯის სათავესთან და  სრულდება ყვარელი-თელავის საავტომობილო გზაზე არსებულ სახიდე გადასასვლელთან.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 12 544 000 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები