თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლების, პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ), ანჯაფარიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და დისევის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, კოჯორის, ტაბახმელას და შინდისის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები