რუსთაველის გამზირზე ძიუდოისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ძიუდოისტები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.
„ჩვენ ვდგავართ აქ იმისთვის, რომ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია, რა მდგომარეობაშია ქართული ძიუდო, უშუალოდ ვინ მართავს ფედერაციას და ვინ არის დავით ქევხიშვილი. იგი ყველა გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად, ყველასთან შეუთანხმებლად. აქედან გამომდინარე, მასთან მუშაობა არის შეუძლებელი. მან უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა, ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა “,- განაცხადა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები