ილია მეორე: უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი

უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცებთ იმისთვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, “რუსთავი 2”-ის მისამართით აღნიშნა.
“მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში – ურთიერთობა ეკლესიასა და “რუსთავი 2″-ს შორის. მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას – ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცებთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა გამოსწორდება”, – ბრძანა ილია მეორემ.
საქართველოს პატრიარქმა სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. “გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი იქნას ტაძარი სულისა წმინდისა. ამისთვის მოწოდებული ვართ ჩვენ ყველანი. ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს, როდესაც სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო, ყოველი ჩვენგანი იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ”, – აღნიშნა ილია მეორემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები