სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ექვს რაიონში მოსალოდნელი სეტყვის საშიშროება სრულად გაანეიტრალა

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 26 მაისს, კახეთის რეგიონში 433 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, რითაც კახეთის ექვს რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად იქნა თავიდან აცილებული.
როგორც „კვირას“ ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს, 26 მაისს, დღის 14:00 საათიდან, რეგიონში ფრონტალური ღრუბლის მასებმა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან დაიწყეს შემოსვლა. კრიტიკულ ეტაპზე, სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 35-40 მმ იყო.
15:10 სთ-დან 19:57 სთ-მდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. დამუშავება, ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში ჩატარდა. გასროლილი იქნა 180 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა კახეთის მთელ ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და დასახლებული პუნქტების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები